შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დააჯილდოვა

მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისთვის არა მხოლოდ პარლამენტის, არამედ ჩვენი ქვეყნის წინაშე, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის თანამშრომლების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დაჯილდოების ცერემონიაზე შალვა პაპუაშვილმა აპარატის თანამშრომლებს პროფესიონალიზმის და საკანონმდებლო ინსტიტუტის ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა და საკანონმდებლო ორგანოში 25-წლიანი სამსახურისთვის ჯილდოები გადასცა.

„2024 წელს განსაკუთრებულად ვხვდებით. წელს, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი იყო ქვეყნის განვითარების ეპიცენტრში.

ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა, რაც გულისხმობს ყოველი თქვენგანის დატვირთვას.

65 პლენარული სხდომა ჩატარდა, 600- ზე მეტი კანონი მივიღეთ, საიდანაც 100-ზე მეტი ეძღვნებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას. სხვადასხვა კომიტეტმა 400- ზე მეტი სხდომა ჩაატარა, 17 000-ზე მეტი წერილი შემოვიდა პარლამენტში და ამ ყველა რიცხვის უკან დგახართ თითოეული თქვენგანი- პარლამენტის თანამშრომლები, ვინც უზრუნველყოფთ საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას, ყველა მისი განზომილებით. საბოლოო ჯამში ეს ყველა საქმე გვირგვინდება იმ წარმატებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა წლიდან წლამდე აღწევს.

თქვენი დამსახურებაა ის, რომ პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, შეუფერხებლად იმუშაოს, ტექნიკურიდან შინაარსობრივი საკითხების ჩათვლით. იყოს იმდენად აწყობილი, რომ შესაბამისი ხარისხის შედეგები დადოს და აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენ ის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მივაღწიეთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცა პარლამენტის 16 კომიტეტის აპარატს და 11 დეპარტამენტს.

დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება პარლამენტის სასახლეში გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა