ირაკლი ბურჭულაძე - საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასი ფრისტაილში 2 დღის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.

„ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს. ვფიქრობთ, იგივე წარმატებით ჩავატარებთ გუდაურში და ბაკურიანში. ბაკურიანის მსოფლიო თასის ტრანსლირება 17 ქვეყანაში მიმდინარეობს. ისეთ სპორტულ არხებზე, როგორიცაა Eurosport და სხვა ცნობილი არხები. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა წარმატებით მსოფლიო რუკაზე”,- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

ბაკურიანში, კოხტას გორაზე მსოფლიო თასი - მოგულის დისციპლინაში მეორე დღეა მიმდინარეობს. დღეს, 16 ქვეყნის 90 წამყვან სპორტსმენს შორის გამოვლინდება მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის დისციპლინაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე