ანა ნაცვლიშვილი - პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული -  პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს ადამიანებთან და არა ცალკეულ ერთ, ორ ან თუნდაც სამ ლიდერთან

დღეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული. თუ პოლიტიკური პროცესი არ არის ხალხთან, ის ვერ იმუშავებს ადამიანისთვის და ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამიტომ უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, „პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს ადამიანებთან და არა ცალკეულ ერთ, ორ ან თუნდაც სამ ლიდერთან“.

„დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა! რას ნიშნავს ეს? - ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ დღეს, ისევე, როგორც ბევრი რამ, ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესიც არის მიტაცებული. თუ პოლიტიკური პროცესი არ არის ხალხთან, ის ვერ იმუშავებს ადამიანისთვის და ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. ამიტომ ჩვენ ბევრ რამესთან ერთად უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი. არ შეიძლება პოლიტიკურ პროცესს მართავდეს და დომინირებდეს ერთი ორი ან თუნდაც 10 ადამიანი. თქვენია პოლიტიკა, თქვენია ეს ქვეყანა, რაც ხდება პოლიტიკაში, პირდაპირ აისახება, რაც ხდება თქვენს სახლში, ქუჩაში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამუშაო ადგილას, თუ ის არსებობს და რა ხდება საქართველოს აეროპორტებში. როდესაც საქართველოდან ადამიანები გარბიან, ყველა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქვეყანა თურმე ვითარდება, უძლურია. თუ ქვეყანა ვითარდება, ამას აქვს რამდენიმე მკაფიო მაჩვენებელი - შობადობის მაჩვენებელი მათ შორის და ის, რომ ადამიანები კი არ გარბიან ქვეყნიდან, არამედ ბრუნდებიან. ჩვენ ასეთი ქვეყანა გვინდა, ამიტომ უნდა დავიბრუნოთ პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი უნდა დაბრუნდეს ადამიანებთან და არა ცალკეულ ერთ, ორ ან თუნდაც სამ ლიდერთან. ეს არის „ლელოს“ მთავარი შეთავაზება.

ბევრს ვშრომობ “ლელოს“ გუნდთან ერთად იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკაში დაბრუნდეს ახალგაზრდების ხმა, დაბრუნდეს მარტოხელა ადამიანების ხმა, დაბრუნდეს ხანდაზმული ადამიანების ხმა, დაბრუნდეს შშმ პირების ხმა, დაბრუნდეს მშობლების ხმა, დაბრუნდეს პენსიონერების ხმა, ვეტერანების ხმა და ყველა იმ ადამიანის ხმა, ვინც არის საქართველო. თქვენ ხართ საქართველო, თქვენია პოლიტიკური პროცესი. ვიაროთ ერთად გამარჯვებისკენ და ეს გამარჯვება აუცილებლად იქნება“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა