ბექა ოდიშარია - მადლობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და მაღალი რანგის საერთაშორისო ექსპერტებს დიასპორის საკითხებში, რომელთა რჩევებიც და რეკომენდაციებიც უმნიშვნელოვანესია დიასპორული პოლიტიკის განხორციელებაში

ირლანდიის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს დიასპორის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტთან, სამეცნიერო დიასპორულ ორგანიზაციის ,,Diaspora Matters'' წარმომადგენელთან პროფესორ კინგსლი თომას აიკინსთან.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბექა ოდიშარიამ კინგსლი თომას აიკინსს მადლობა გადაუხადა დიასპორული საკითხების მიმართულებით აქტიური თანამშრომლობისთვის და გაწეული რეკომენდაციებისთვის.

„ჩემი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში, კომიტეტის სხდომაზე მოგიწვიეთ. თქვენი წინადადებების გათვალისწინებით, ჩავატარეთ დიასპორისა და მიგრაციული პროცესების მრავალი კვლევა და სიღრმისეული შესწავლა. ასევე, თქვენი რეკომენდაციით, ICMPD-ის დახმარებითა და პროფესორ მარტინ რასელის ავტორობით, 2023 წელს ჩავატარეთ მნიშვნელოვანი თემატური მოკვლევა დიასპორის ჩართულობის და დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვის მიმართულებით" ,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კინგსლი თომას აიკინსმა დელეგაციის წევრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მზაობა გამოთქვა საქართველოს ხელისუფლებას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიოს დახმარება დიასპორასთან უფრო ეფექტიანი ურთიერთობებისა და დიასპორის სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიურად ჩართვის საკითხებში.

მისი განცხადებით, საქართველოს აქვს კარგი პოტენციალი, რადგან ბევრი წარმატებული ქართველი მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

„ქართული დელეგაციის წევრებმა, აღნიშნეს, რომ სახელმწიფო დიასპორას უდიდესი პოტენციალის მქონე შესაძლებლობად განიხილავს, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში. მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა დიასპორის ცოდნის და შესაძლებლობების გამოყენებაზე ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური გაძლიერების მიზნით.

შეხვედრის დასასრულს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა, მადლობა გადაუხადეს კინგსლი თომას აიკინსს და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

ბექა ოდიშარიამ პროფესორი კინგსლი თომას აიკინსი დიასპორის დიდ ეკონომიკურ ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალი წლის მაისში, თბილისში იგეგმება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა