ჯო ბაიდენმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელ-ჰამასის ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელეფონო საუბრის დროს ისრაელსა და ღაზაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენმა და ნეთანიაჰუმ ისრაელ-ჰამასის ომის მიზნებსა და ეტაპებზე ისაუბრეს.

„ლიდერებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში, მისი მიზნები და ეტაპები. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების მხარდამჭერთა, დაცვის აუცილებლობას და ასევე საბრძოლო ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ნებაყოფლობით, უსაფრთხოდ გადაადგილების აუცილებლობას“ , - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

ორმა ლიდერმა ასევე განიხილა „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი მძევლების საკითხი და მათი გათავისუფლების მნიშვნელოვნება.

ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს ცეცხლის შეწყვეტა არ მოუთხოვია.

„დღეს ხანგრძლივი საუბარი მქონდა ნეთანიაჰუსთან და ეს იყო პირადი საუბარი. ცეცხლის შეწყვეტა არ მომითხოვია“, - აღნიშნა ბაიდენმა, თუმცა სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი