ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებაც გაიმართა.

„ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, აქვე შეიძლებოდა გემრიელი კერძების და ცხელი სასმლის დაგემოვნება. საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ.

გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ქუთაისის მერიის ინფორმაციის თანახმად, მოედანზე შეკრებილ ადამიანებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა ლომინაძემ.

„დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩემს თანაქალაქელებს, იმათ, ვინც ახლა ამ მოედანზე დგას , ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია, მაგრამ იქედანაც გვიყურებენ, ვულოცავ ჩვენი ქალაქის სტუმრებს!

დღეს ერთად ჩავიფიქრეთ სურვილები და ერთად ავანთეთ ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე.

მშვიდობის, წარმატებების, სიხარულის და ბედნიერების იყოს 2024 წელი ქუთაისისთვის, საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის!“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ღონისძიებები „ღამის შოუს ბენდის“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა