ვლადიმერ პუტინი ილჰამ ალიევს - რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მუშაობას

აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც, კრემლის ინფორმაციით, მან აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს გაუგზავნა.

„პატივცემულო ილჰამ ჰეიდარის ძევ, გთხოვთ, მიიღოთ გულწრფელი მილოცვები თქვენს დაბადების დღესთან დაკავშირებით. თქვენ სამართლიანად სარგებლობთ მაღალი პატივისცემით როგორც თანამემამულეებს შორის, ასევე საზღვარგარეთ. თქვენი ხელმძღვანელობით, მეგობარი აზერბაიჯანი მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონულ და საერთაშორისო საქმეებში. ძნელია ჩვენს ქვეყნებს შორის მოკავშირე ურთიერთობების განმტკიცებაში თქვენი წვლილის შესაბამისად შეფასება“, - აღნიშნულია წერილში.

პუტინის მტკიცებით, რუსეთი სიამოვნებით გააგრძელებს აზერბაიჯანთან კონსტრუქციულ დიალოგს და მჭიდრო ერთობლივ მუშაობას.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო