უკრაინის საჰაერო ძალები  - სამი „სუ-34“-ის დაკარგვის შემდეგ რუსებმა ავიაიერიშების რაოდენობა შეამცირეს

უკრაინის შეიარაღებულ საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ სამი „სუ-34“ გამანადგურებლის დაკარგვის შემდეგ რუსებმა უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების რაოდენობა შეამცირეს.

„ახლა მტერი ცდილობს შეძლებისდაგვარად დაზვერვას, ინფორმაციის შეგროვებას სამხრეთის იმ რაიონებში, სადაც, რუსული მოიერიშეები ჩამოაგდეს. გასაგებია, რომ ისინი ეძებენ საშუალებებს, რომლებმაც ეს თვითმფრინავები, როგორც იტყვიან, „მარადიულ ფრენაზე“, გაგზავნეს. მტერი მნიშვნელოვნად ნაკლებ საჰაერო იარაღს, განსაკუთრებით მართვად ბომბებს, იყენებს“, - განაცხადა უკრაინის საჰაერო ძალების ხელმძღვანელმა, იური იგნატმა.

მისი თქმით, რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებასთან დაკავშირებული ინციდენტები, შეიძლება, განმეორდეს.

„შეგვიძლია განვახორციელოთ ასეთი ოპერაციები სხვადასხვა მიმართულებით, საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ მეტი ასეთი სისტემა გვქონდეს, ველოდებით უკვე გამოცხადებულ დახმარებას, კერძოდ, დამატებით Patrion, Iris-T და ა.შ. სისტემებს“, - აღნიშნა იგნატმა.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა სამხრეთის მიმართულებით სამი რუსული „სუ-34“ მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე