ლევან ხაბეიშვილი - აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მთელი საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს აგრძელებს.

პრესსამსახურის ცნობით, პარტიის თავმჯდომარე დღეს ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას შეხვდა.

“აჭარა, სამეგრელოს შემდეგ ვართ ახალციხეში, ვხვდებით ჩვენს ადგილობრივ ლიდერებს და ასეთი ენერგია, ასეთი მონდომება და რაც მთავარია რწმენა ამ ადამიანების, რომ ისინი აუცილებლად დაამარცხებენ "რუსულ ოცნებას’" , რომელსაც უგებენ 1-0-ს და ამ გამარჯვებას უნდა ბოლომდე მიყვანა. ჩვენ ამ ადამიანებთან ვსაუბრობთ 2024 წლის არჩევნების სტრატეგიაზე, გამარჯვების კოალიციის გეგმებზე, პრეზიდენტ სააკაშვილის ჩართულობის მნიშვნელობაზე და მისი ლიდერობით ,,რუსული პარტიის დამარცხებაზე. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად, ამ ადამიანების დახმარებით ვისზეც დგას ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ვისზეც დგას ქართული დემოკრატია, ვინც შეინარჩუნა ოპოზიცია 2012 წლიდან მოყოლებული, აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში