სერბეთში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა, მომიტინგეებმა ბელგრადის მერიაში შეჭრა სცადეს

სერბეთში, გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებისა და კენჭისყრის ხელახალი ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბელგრადში მომიტინგეებმა, ოპოზიციური პარტიის - „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ - მხარდამჭერებმა, მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ შესაჩერებლად ე.წ. „წიწაკის სპრეი“ გამოიყენეს. სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა და ოპოზიცია გააკრიტიკა.

„ისინი, ვინც ფიცი დადეს, რომ ძალადობის წინააღმდეგ იბრძოლებს, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნამდვილი ავაზაკები არიან“, - აღნიშნა ვუჩიჩმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები გაიმართა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ, ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირეს, მათ შორის ამომრჩეველთა მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსების არასწორი გამოყენება და ა.შ. განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ბელგრადის საკრებულოს არჩევნებმა, კერძოდ ცნობებმა იმის შესახებ, რომ დედაქალაქში სხვადასხვა ტერიტორიიდან ავტობუსებით მოქალაქეები შეიყვანეს. ბელგრადის საკრებულოს არჩევნების ოფიციალური შედეგების თანახმად, უმრავლესობა მმართველმა პარტიამ მოიპოვა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე