თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას - პარტიული „მესიჯბოქსი“ ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა, თუ კვების ხარისხი,- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დეზინფორმაციის პროცეში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, მათ მიმართ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც „დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ტელევიზიები კვლავინდებურად აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას და მიზანმიმართული დეზინფორმაციით ზიანს აყენებენ ავტორიტეტულ სახელმწიფო ინსტიტუციებს - აღსანიშნავია, რომ პარტიული „მესიჯბოქსი“ ვერ სცდება ისეთ საკითხებზე ყალბი ახალი ამბების გამოგონებას, როგორიც არის თავდაცვის ძალების ჩაცმულობა, თუ კვების ხარისხი. სამწუხაროდ, ამ პროცესში გამოყენებულია თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც აღნიშნულ პარტიასთან კოორდინირებული გზავნილებით, დეზინფორმაციას ავრცელებს სამინისტროს ცალკეული, წარმატებული პროექტების შესახებ. ამ ბრალდებების აბსურდულობა ყველაზე კარგად იციან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებსაც დროულად და შეუფერხებლად მიეწოდებათ უმაღლესი ხარისხის, ნატო-ს სტანდარტების ზაფხულისა და ზამთრის საველე და ყოველდღიური ფორმები. ისინი კარგად ხედავენ განსახვავებას, ხარისხის და მიწოდების თვალსაზრისით. „დელტა ტექსტილის“ შექმნამდე არსებობდა, როგორც სამხედროების ფორმების ხარისხთან დაკავშირებით, ასევე მიწოდების დროულობის თვალსაზრისით სერიოზული ხარვეზები, რაც კოვიდპანდემიამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.

სწორედ ზემოხსენებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით შეიქმნა საწარმო. საბედნიეროდ ჩვენი სამხედროებისთვის ნათელია ასევე, პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებების რეალური სახე, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს დაუქვემდებარონ ყველა საკითხი. აღნიშნული ჯგუფების მიერ საზოგადოების დეზინფორმირების საწინააღმდეგოდ, თავდაცვის სამინისტრო კვლავაც გააგრძელებს მოსახლეობისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას“,- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი