შალვა პაპუაშვილი - მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი, ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ქართველების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი.

,,საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრებიდან 46 წელი შესრულდა. ისტორიულია მისი უწმინდესობის როლი ქართველი ერის სულიერებისკენ შემობრუნებაში და განმტკიცებაში. აღსაყდრებისას მან ჩაიბარა ქართული ეკლესია 15 ეპარქიაში მოქმედი 30 ტაძრით, სადაც რამდენიმე ათეული ეპისკოპოსი და ბერ-მონაზონი მსახურებას აღავლენდა. დღეს მისი უწმინდესობის ღვაწლით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 46 ეპარქიაა, 2000 მოქმედი ტაძრით და 3000 ბერ-მონაზვნით. ეს უბრალო რიცხვები არ არის, ეს ჩვენი სულიერების და ჩვენი იდენტობის საფუძველთა საფუძველია.

ილია მეორის როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე შეფასდა როგორც უნიკალური და ისტორიული. პირადად მისი უწმინდესობის დამსახურებაა, რომ ეკლესია, ერის სულიერებაზე ზრუნვასთან ერთად, იყო და არის ჩვენი თანამოქალაქეების შემრიგებელი და ყოველგვარი უთანხმოების გამნაღმველი. ეს უნდა ახსოვდეს ყველას, ვინც კეთილ მომრიგებელს სხვაგან ეძებს.

ვულოცავ მის უწმინდესობას, და მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას, დღევანდელ დღეს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დედაეკლესიის მესაჭეობას კიდევ მრავალი წელი,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი