ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს, ვის „აბოლებენ“ ამით?

ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას.

„სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად ჩავერთოთ მოლაპარაკების პროცესში. აქ სისწრაფეზეა საუბარი, რომ მოქალაქეების დაკვეთა და სურვილი ძალიან სწრაფად აღსრულდეს. ამის საპირწონედ გამოდიან ვიღაც ექსპერტები, ფულგადახდილი ხალხი, რადიკალური პრორუსული პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, „ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ არ აქვს აზრი როდის დაიწყება მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების სწრაფად დაწყება ნიშნავს შედეგის მიღწევას, ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები ხორციელდება და ეს ნიშნავს ასევე, იმ ფინანსური რესურსის ათვისებას, რაც კანდიდატის სტატუსს ახლავს. „ქართულ ოცნებას" არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას, როგორც უკარგავდა კანდიდატის სტატუსს. ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ახალი წელი ხელს, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება. ჩვენ უკვე 2 თვეა ვითხოვთ შექმნას. თქვეს, რომ რაღაც სამოქმედო გეგმა აქვთ - მე ვფიქრობ, ამ სამოქმედო გეგმაში საერთოდ არაფერი წერია, თორემ როგორ შეიძლება გაასაიდუმლოო დოკუმენტი და საზოგადოებას არ აუხსნა რა არის ამ სამოქმედო გეგმაში, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის მოლაპარაკებების ჩართვის პროცესს. ვფიქრობ, რომ მაქსიმალურად გაწელავენ ამ პროცესს, მათ შორის, სამუშაო ფორმატების შექმნის პროცესსაც", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ამასთან, ბექა ლილუაშვილი გამოეხმაურა "ლელოს" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ "ძველი პარტიები და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს და რეალური ალტერნატივა არის პარტია „ლელო“.

"ეს თქვა და პოლიტსაბჭოში შეიყვანა: სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე და ა.შ. როცა ამბობ, რომ ახალი სახეების დროა და პოლიტსაბჭოში შეგყავს ყველაზე ძველი, დაძველებული, ეს ბუნებრივია თავსებადი არ არის, მაგრამ მე მესმის "ლელოს" მესიჯი, ცოტა პოპულისტურად გამოუვიდათ, მაგრამ იმედია გამოასწორებენ და შინაარსობრივ საკითხებზე გაამახვილებენ აქცენტს", - აღნიშნა ლილუაშვილმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა