AI ჰაკათონი 20 000-ლარიანი საინვესტიციო ფონდით

ხელოვნური ინტელექტი და განათლება - ეს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული ჰაკათონის თემაა, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მასშტაბით აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

ჰაკათონი AI MARATHON-ის ფარგლებში გაიმართება. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივრეჟიმში გაიზრდება და მის ფარგლებში არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, გამარჯვებული მონაწილეთათვის, ინვესტიციის სახით გაიცემა.

AI ჰაკათონში სტუდენტებს მონაწილეობა გუნდურად შეუძლიათ. გუნდში სტუდენტების რაოდენობა განისაზღვრება 2-დან 4 მონაწილემდე.

ჰაკათონის ფარგლებში, საპრიზო ფონდია 20 000 ლარი, რომელიც 3 გამარჯვებულზე გადანაწილდება.

გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ. ხოლო 2024 წლის მაისში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაზე წარადგენს საბოლოო პროდუქტს და შეხვდება ანგელოზ ინვესტორებს ამერიკიდან, ისრაელიდან და ევროპიდან. უნივერსიტეტის მხარდაჭერა მოიცავს სრულ მენტორშიფს.

ჰაკათონზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გუნდები ორ ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე მონაწილეები მიიღებენ და იმუშავებენ ტექნიკურ დავალებაზე, რომელიც მათი ტექნოლოგიური ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს. ხოლო მეორე ეტაპზე გადასული გუნდები მიიღებენ დასკვნით დავალებას და 7 დღის გამავლობაში, მენტორებთან ერთად იმუშავებენ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე. საბოლოო შედეგს კი ჟიურის წინაშე წარადგენენ, რომელიც გამარჯვებულებს გამოავლენს.

ჰაკათონი იმართება MIT - Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.

ჰაკათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო კომპანია Devexperts.

AI მარათონში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 18 იანვრამდე გაგრძელდება.

(R)

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა