გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერს აფუძნებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერს აფუძნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერის მიზანია გრუნის სტუდენტებს ფასდაკლებით შესთავაზოს ბიზნესსექტორის სერვისები სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, გართობა და სხვა).

„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საქმიანობის ძირითადი პრიორიტეტია სტუდენტის პროფესიული, პერსონალური განვითარება, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა.

ამ მიზნით გრუნი აფუძნებს სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერს, იწყებს ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას და მასში მონაწილეობისთვის იწვევს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს.

სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერის მიზანია გრუნის სტუდენტებს ფასდაკლებით შესთავაზოს ბიზნესსექტორის სერვისები სხვადასხვა სფეროში (დასვენება, ჯანდაცვა, კულტურა, თავის მოვლა, კვება, გართობა და სხვა).

კლასტერში მონაწილე კომპანიების მომსახურებას გრუნი GRUNI CARD-ის მეშვეობით პერიოდულად შესთავაზებს 3000-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების გაყიდვების, მომხმარებლების რაოდენობის ზრდასა და ახალგაზრდებში პოზიციონირებას.

უნივერსიტეტისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც სოციალური კაპიტალის გაძლიერების, ისე ახალგაზრდების შესაძლებლობების, ხელმისაწვდომობის განვითარებისათვის.

სტუდენტთა მხარდაჭერის კლასტერში მონაწილეობისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდით.

საკონტაქტო პირი:

პროფესორი ხატია მარკოზაშვილი,

სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის ცენტის ხელმძღვანელი

მობ.: 568 11 11 99

ელ. ფოსტა: khatia.markozashvili@gruni.edu.ge „,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე