პირველი AI მარათონი საქართველოში სტარტს იღებს

ქვეყნის ყველაზე მსხვილი მაღალტექნოლოგიური მარათონი - AI MARATHON ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ორგანიზებით, სტარტს იღებს. მარათონი ხელოვნური ინტელექტის გარშემო, სხვადასხვა კონკურსებს, ჩემპიონატებს და ღონისძიებებს გააერთიანებს და მასში ათაოსბით სტუდენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღებს მონაწილეობას.

მარათონის საპრიზო ფონდი მუდმივრეჟიმში გაიზრდება და მის ფარგლებში არსებული პარტნიორი ტექნოლოგიური კომპანიების მიერ, გამარჯვებული მონაწილეთათვის, ინვესტიციის სახით გაიცემა. მარათონის თითოეულ აქტივობაში მონაწილე რჩეული გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოს - წარდგენილი იდეის პროტოტიპის შექმნის მიზნით განხორციელებულ ინვესტიციას. მარათონის ბიუჯეტი უკვე 20,000₾-ს სცდება და აღნიშნული საპრიზო ფონდი კიდევ იზრდება.

AI ჰაკათონი, AI იდეათონი, AI ჯემსესიები, პროგრამირების ჩემპიონატი, AI დებატები, AI სტარტაპების ფიჩინგ კონკურსი, AI Hack for Good კონკურსი და სხვა აქტივობები, 2024 წლიდან, ქვეყნის ყველა რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის, ტექ ენთუზიასტებისთვის იქნება ინიცირებული. განსხვავებული იქნება კონკურსების თემატიკაც: კიბერუსაფრთხოება, განათლება, მდგრადობა, ჭკვიანი ქალაქები, ჯანდაცვა და სხვა.

AI MARATHON-ში მონაწილეობა საქართველოში მცხოვრებ, აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

AI MARATHON-ის ფარგლებში, უკვე ჩატარებულია კონკურსი ‘’AI JAM’’ რომლის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს, მარათონის ფარგლებში დაიწყება ქვეყნის უმსხვილესი AI ჰაკათონი, რომლის საპრიზო ფონდი 13 000 ლარია. გამარჯვებული გუნდები საინვესტიციო თანხას იდეის პროტოტიპის განვითარებაში გამოიყენებენ.

მარათონი იმართება MIT - Martin Trust Center-ის მხარდაჭერით და მის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასი: The Impact of Generative AI on Business and the Future of Innovation.

მარათონი იმართება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით.

მარათონის ფარგლებში დაგეგმილი პირველი უმსხვილესი AI ჰაკათონის მთავარი პარტნიორი და ოფიციალური სპონსორია აშშ-ში დაფუძნებული, საერთაშორისო სტატუსის მქონე აიტი კომპანია Lineate Georgia. ჰაკათონის პარტნიორია გლობალური ციფრული IT სერვისებისა და გადაწყვეტილებების კომპანია Quantori და საერთაშორისო აიტი კომპანია Devexperts.

AI მარათონის ფარგლებში დაგეგმილი კონკურსებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია, ჰაკათონზე რეგისტრაციის ვადები და სხვა, მალე საჯაროდ გახდება ხელმისაწვდომი.

(R)

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში