რომის პაპი - დაე, მშვიდობამ დაისადგუროს ისრაელსა და პალესტინაში - გთხოვთ, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები, რომლის საზარელი მოსავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლია

რომის პაპმა, ფრანცისკემ საშობაო მიმართვის დროს მსოფლიოში კონფლიქტების დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რომის პაპმა, ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შეკრებილ ათასობით ადამიანთან საუბრისას აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს კონფლიქტები, პოლიტიკური, სოციალური თუ სამხედრო კონფლიქტები ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, სირიაში, იემენში, ლიბანში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„რამდენ უდანაშაულოს ხოცავენ ჩვენს სამყაროში! დაე, მშვიდობამ დაისადგუროს ისრაელსა და პალესტინაში, სადაც ომი ანგრევს ამ ხალხების სიცოცხლეს. გულში ვიკრავ მათ ყველას, განსაკუთრებით ღაზასა და მთელი წმინდა მიწის ქრისტიანულ თემებს. გთხოვთ, შეწყდეს სამხედრო ოპერაციები, რომლის საზარელი მოსავალი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლია და მოგიწოდებთ ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გზით ჰუმანიტარული სიტუაციის გადაწყვეტისკენ“, - აღნიშნა რომის პაპმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!