ილია დარჩიაშვილი - საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას

საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას - ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან იმისთვის, რომ ჩვენ შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ მოლოდინები იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განმარტა, რომ სამოქმედო გეგმა იქმნება იმისთვის, რომ შესრულდეს.

“სამოქმედო გეგმაში თითოეული ჩვენი ჩანაწერი ემსახურება იმას, რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გვექნება. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია საქართველოში შესაბამისი თანმიმდევრული ეროვნული რეფორმების გატარების პირდაპირპროპორციულია. ამ მიმართულებით არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში რეფორმების გატარების აუცილებლობას. საქართველოში გატარებული რეფორმები, რომელიც მანამდე ჩვენს მიერ განხორციელდა, ამის აღიარება არის ის, რომ ევროკომისიამ კონკრეტული დადებითი რეკომენდაცია მისცა ევროპულ საბჭოს“,- აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დღის განმავლობაში დოკუმენტი გამოქვეყნდება, სადაც სამოქმედო გეგმა იქნება გაწერილი კონკრეტული აქტივობებით.

„ჩვენ ტრადიციულად ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან იმისთვის, რომ შედეგზე ორიენტირებულად ვმართოთ მოლოდინები იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც დღეს გვაქვს. ჩვენი მთავარი მიზანია, ეს რეფორმები შეუქცევადი იყოს, საქართველომ თანმიმდევრულად განახორციელოს ეს რეფორმები.

მინდა გითხრათ, რომ დღის განმავლობაში მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე დოკუმენტიც იქნება ხელმისაწვდომი. ეს არის აქტივობები, რომელიც ჩვენ ჩამოვწერეთ და გავწერეთ. ეს დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს. აქტიურად ვმუშაობთ. თარიღებთან მიმართებაშიც, დღევანდელი გადასახედიდან მოვახდინეთ ამ თარიღების იდენტიფიცირება. ამ დოკუმენტის მიხედვით არის ორი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამ აქტივობებზეა პასუხისმგებელი. ეს არის საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. თარიღებთან ერთად გაწერილია ის პასუხისმგებელი სახელისუფლებო შტო, რომელიც ამ მიმართულებით მოახდენს რეაგირებას“,- აღნიშნა მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება