ილია დარჩიაშვილი - ნებისმიერი ქმედება, რომელიც ოკუპაციის მიღმა ხდება, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს

ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ, სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დასმულ შეკითხვას, რომლის მიხედვით, რუსეთი შავ ზღვაში [ოჩამჩირეში] ახალი სამხედრო ბაზის მოწყობას გეგმავს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მთავარი ბერკეტი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური მუშაობაა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სამწუხაროდ, საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა და რაც ხდება ოკუპაციის ხაზს მიღმა, ეს არის პასუხისმგებლობა იმ ძალის, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა ეს არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ, აქ სამწუხაროდ, არანაირი ბერკეტები არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ის, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჩვენ მეგობრებთან აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით, გვქონდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო თანამეგობრობის ძლიერი მხარდაჭერა. თქვენ თუ გადაავლებთ თვალს მთელი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორების მობილიზებას, ეს არის ის შედეგი, რომელიც ჩვენი აქტიური მუშაობით, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებით, ამ მიმართულებაში ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს“ , - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე