ჯუანშერ ბურჭულაძე - საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესებული მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურს მოქალაქეთა დიდი რაოდენობა დაემატა, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

იგი გამოეხმაურა ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან თავდაცვის ძალების წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

მინისტრი შეეხო ჯარიდან სამხედრო მოსამსახურეების გადინების შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციასაც, მისი განცხადებით, არათუ გადინება, არამედ სამხედრო საქმით დაინტერესების მაჩვენებელი დეკადების განმავლობაში არსებულ რეკორდულ მაჩვენებელზეც მაღალია.

„წელს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით დაინტერესდა მოქალაქეთა დიდი რაოდენობა, სწორედ იმიტომ, რომ მათ იციან თუ როგორ ზრუნავს ჩვენი ხელისუფლება ჯარისკაცებზე, თუ როგორი სოციალური პირობები აქვს შექმნილი თავდაცვის უწყებას სამხედრო მოსამსახურეებისთვის. ასეთი შედეგი, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროს არ ჰქონია. ჩვენ ეს პროცესი დავიწყეთ ოთხი წლის წინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი პრემიერი - ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს, რა თქმა უნდა, გრძელდება და, სწორედ, ამის შედეგია საკონტრაქტო სამხედრო სამსახურით მოქალაქეთა მხრიდან მაღალი დაინტერესება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომლის კომენტარსაც თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია