ჯუანშერ ბურჭულაძე - „დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის

„დელტა ტექსტილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დელტა ტექსტილის“ ფუნქციონირება გამჭვირვალე პროცესია. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ ციფრები. მათი წარმადობა ორჯერ გაიზარდა და წელს მათი ბრუნვა სავარაუდოდ, 30 მილიონი ლარი იქნება. დასაქმებულთა რაოდენობა 250-დან 500 ადამიანამდე გაიზარდა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს უწყვეტად ემსახურება და დაგვიანების გარეშე 50-ზე მეტი დასახელების პროდუქციას აწვდის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯარისკაცებისთვის განკუთვნილ უნიფორმებზე, კვების ხარისხსა და მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, ყურადღება კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე გაამახვილა.

„შედეგი ყოველთვის აღნიშნავს იმას, თუ როგორია კონტროლი. კონტროლის მექანიზმები რომ არ გაგვეძლიერებინა, ბუნებრივია, ასეთ შედეგს ვერც კვების და ვერც უნიფორმების მიმართულებით მივაღწევდით. კონტროლის მექანიზმების გასაძლიერებლად ძალისხმევა არ დაგვიშურებია. ეს არის ერთ-ერთი საწინდარი იმისა, რომ ასეთი მაღალი ხარისხი მივიღეთ“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რომელმაც საზოგადოებას კონტროლის შიდა და გარე მექანიზმებიც გააცნო, მათ შორის, ხარისხის მართვის სისტემაში ცნობილი სტანდარტის, ISO სერტიფიკატის სახით მოქმედი კონტროლის ინსტრუმენტი.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა