სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთის ელჩთან ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ შეხვედრა გამართა

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთში რუსეთის ელჩთან, ალექსანდრე ბოკან-ჰარჩენკოსთან შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ავრცელებს.

„მე ელჩ ბოკან-ჰარჩენკოს ბელგრადში ბოლო ღამის არეულობების შესახებ ვაცნობე და გავიმეორე, რომ ჩვენ მოქალაქეებისა და სერბეთის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების, რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას სერბეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში მმართველმა პარტიამ, ალექსანდრ ვუჩიჩის სერბეთის პროგრესულმა პარტიამ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარებს. პოლიციამ საპროტესტო აქციებში მონაწილე 38 პირი დააკავა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე