საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს  შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და კომიტეტის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, რესან კონცელიძე და ფრიდონ ინჯია ირლანდიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შონ ო'ფარელს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ბექა ოდიშარიამ მადლობა გადაუხადა შონ ო'ფარელს ევროინტეგრაციის საქმეში საქართველოს მხარდაჭერისათვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ხალხსა და ხელისუფლებას, რომ ირლანდიაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ეძლევათ და აქვთ სწავლის, შრომის და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობის პირობები. საქართველოსთვის სამაგალითოა თანამედროვე ირლანდია, რომელმაც დიასპორული ჩართულობის გზით შექმნა დინამიკური და ჯანსაღი ეკონომიკური სისტემა, რომელიც სხვადასხვა ტიპის ეკონომიკურ გამოწვებს წარმატებით უმკლავდება. ირლანდია ტერიტორიული სიმცირისა თუ მწირი ბუნებრივი რესურსების პირობებშიც მტკიცედ ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების სწრაფ ტემპს და ეფექტურად ნერგავს სხვადასხვა ინოვაციური ტექნოლოგიებს", - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

შონ ო'ფარელმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ევროპასთან კიდევ უფრო დასაახლოებლად საქართველო გააგრძელებს რეფორმების გატარებას. ამასთან, საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

შეხვედრის დასასრულს, ბექა ოდიშარიამ შონ ო'ფარელს აცნობა, რომ მომავალი წლის მაისში, თბილისში დიასპორის დიდი ეკონომიკური ფორუმი იგეგმება და მოხარული იქნება თუ ფორუმს დაესწრება და ირლანდიის გამოცდილებას გაუზიარებს.

შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: ირლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი, საელჩოს წარმომადგენლები და ირლანდიის პარლამენტის წევრები.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე