ირანის რევოლუციური გვარდია დამასკოში ირანელი ოფიცრის მკვლელობას ეხმაურება და აცხადებს, რომ ისრაელი „საფასურს გადაიხდის“

დამასკოში ირანელი ოფიცრის დაღუპვის გამო ირანის რევოლუციური გვარდია ისრაელს ემუქრება და აცხადებს, რომ ისრაელი „დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“

„უდავოდ, უზურპატორი და ველური სიონისტური რეჟიმი ამ დანაშაულისთვის საფასურს გადაიხდის“, - ნათქვამია ირანის რევოლუციური გვარდიის განცხადებაში.

ირანელი ოფიცრის, რაზი მუსავის მკვლელობას ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისიც გამოეხმაურა.

„ეჭვგარეშეა, რომ ეს ქმედება სიონისტური რეჟიმის იმედგაცრუების, უმწეობისა და უუნარობის კიდევ ერთი ნიშანია“, - განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.

შეგახსენებთ, ირანული მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის უფროსი ოფიცერი, რაზი მუსავი დამასკოში დაიღუპა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია