შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმებს ნიგერიაში 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ნიგერიაში შეიარაღებული დაჯგუფებების თავდასხმების შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ნიგერიის პლატოს შტატის ადგილობრივი ხელისუფლების მეთაური, მანდეი კასა ავრცელებს.

„113 ადამიანის დაღუპვა დადასტურდა. საომარი მოქმედებები, რომელიც შაბათს დაიწყო, ორშაბათს დილამდე გაგრძელდა“, - განაცხადა კასამ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამხედრო დაჯგუფებებმა კოორდინირებული თავდასხმები 20 სხვადასხვა დასახლებაში განახორციელეს.

„ჩვენ 300-ზე მეტი დაჭრილი ვიპოვეთ, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს“, - აღნიშნა მანდეი კასამ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა