პრემიერი ელჩების კონფერენციაზე - ყველამ ერთად მივაღწიეთ დიდ წარმატებას და ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს დიდი მიღწევაა ხელისუფლების და ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის

მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ხელისუფლებისა და ხალხის, ერთობლივი მუშაობის.

„მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ჩემთვის დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაზე, რომელიც არის ჩვენი საგარეო უწყების ძალიან კარგი ტრადიცია. მივესალმები პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, დიდი პატივისცემით მივესალმები ყველა ელჩს, რომელიც წარმოდგენილი არის დღეს ამ დარბაზში.

პირველ რიგში, მინდა საუბარი დავიწყო იმით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ ძალიან დიდ წარმატებას ამ წელს და ჩვენ ყველამ ერთად ავიხდინეთ ერთი მთავარი ოცნება და ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის. მინდა გულწრფელად, ყველა დიპლომატს, ყველა ელჩს გადაგიხადოთ მთავრობის სახელით მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, თავდადებისთვის, პატრიოტიზმისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი, ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული, როგორც პარლამენტის მიერ, ასევე მთავრობის მიერ, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ და შედეგი გვაქვს სახეზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე