ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო 2012 წლამდე ევროპას შორდებოდა და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი - სულ რაღაც 11 წელიწადში ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია

საქართველო 2012 წლამდე ევროპას შორდებოდა და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა ანიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და ქართველი ხალხის დამსახურება.

„ყველას კარგად გესმის, რომ ეს გზა არ ყოფილა იოლი. ძალიან ბევრი საქმე იქნა გაწეული როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ. შედეგი სახეზე გვაქვს. მინდა ფართოდ მიმოვიხილო ჩვენი 11- წლიანი მმართველობის კონკრეტული შედეგები, რომელსაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მივაღწიეთ. კარგად მოგეხსენებათ, თუ რა ვითარება იყო 11 წლის წინ. კარგად გახსოვთ, რომ არ იყო დაწყებული რაიმე კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, არამედ, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველდღე საქართველო ევროპას შორდებოდა. ეს იყო რეალობა მეგობრებო, საქართველო 2012 წლამდე ევროპას შორდებოდა და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია. დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში დაიწყო ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობა და ქვეყანამ უვიზო რეჟიმი მიიღო, რომელიც მისივე თქმით, 2012 წლამდე ვერავის წარმოედგინა.

„ამ შედეგის და დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ. ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოხდებოდა. ეს იყო დამოკიდებული იმ დიდ გარდატეხაზე, რომელსაც ქვეყანამ 2012 წელს მიაღწია. ის წინსვლა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ და „ქართულმა ოცნებამ“, მთლიანად ჩვენმა გუნდმა, მმართველმა პარტიამ მოიტანა და ეს გზა გრძელდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა