მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას - „სატყეო სკოლა“ ახორციელებს

მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას - „სატყეო სკოლა“ ახორციელებს.

სასწავლო კურსის ფარგლებში, IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, „სატყეო სკოლის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა და პროექტის “ECO.Georgia” დირექტორმა ლუთს იარჩინსკიმ გადასცეს.

„ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შეისწავლეს საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ტყის ხანძრები, ტყის აღდგენა-გაშენება, ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონაღსრულების მექანიზმები, ტყის ჭრის აღრიცხვიანობა, მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების სექტორები.

ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდებმა კრწანისის ტყე-პარკში საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხდება.

„სატყეო სკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.

ტყესთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის სასწავლო პროგრამა „სატყეო სკოლა“ ყოველწლიურად ჩატარდება.

კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა