შალვა პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს გარდა იმისა, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ

სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ აწარმოებს, საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ - ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, პარლამენტს ამაზე რეაგირება ჰქონდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს.

„რაც შეეხება ეროვნულ ბანკს - აქაც ჩვენ გვქონდა ისტერია, როდესაც ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე, რომელიც სრულად დაფუძნებული იყო საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, ატეხეს ისტერია. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, რომ დამაზიანებელია ისტერია, დეზინფორმაცია და ყალბი ნარატივები ჩვენი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება თავად კანონს და [ნათია თურნავას] დანიშვნას, აქ სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი დესტრუქციას უწყობს მთლიანად პროცესებს. ფაქტობრივად, საბოტაჟია მისი მხრიდან სხვადასხვა პოზიციებზე შერჩევის დროს - იქნება ეს ეროვნული ბანკი, ცენტრალური საარჩევნო კომისია თუ სხვ. სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს ხოლმე, რომ საბოტაჟს, რომელსაც ის აწარმოებს სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ საკანონმდებლო რეგულაციებით ვუპასუხოთ ხოლმე. ჩვენი, საქართველოს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, როდესაც ვხედავთ, რომ ხდება ამა თუ იმ ნორმაზე დაყრდნობით სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ბლოკირება, ამაზე რეაგირება ჰქონდეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს