ილია დარჩიაშვილი - კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია

კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება - ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუციებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში.

“წლევანდელ კონფერენციას ვხსნით უმნიშვნელოვანესი მიღწევით საქართველოს ევროინტეგრაციის ისტორიაში – საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით, სამთავრობო უწყებების კოორდინირებული და მაღალპროფესიონალური ჩართულობით და რა თქმა უნდა, ჩვენი დიდი დიპლომატიური ძალისხმევით და გუნდური სულისკვეთებით, შევძელით გადაგვედგა მორიგი მკაფიო ნაბიჯი იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც ჩვენ სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა საუკუნეების განმავლობაში. ასევე განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს პარლამენტის როლი და თითოეული მმართველი გუნდის წევრის.

ეს ნაბიჯი გადავდგით ღირსეულად, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით. კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად, აუცილებლად მივაღწევთ მოლაპარაკებების დაწყებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას...

ჩვენ ევროპასთან განსაკუთრებული, ცივილიზაციური კავშირები გვაქვს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები მართებულად მიიჩნევენ, რომ საქართველოს ადგილი ერთიან ევროპულ ოჯახშია. წელს, განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა, როგორც ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუციებთან, ასევე წევრ სახელმწიფოებთან, რამაც განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის და შემდგომ ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში“, - აღნიშნა მინისტრმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა