ილია დარჩიაშვილი - საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარების დონე, ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი მისაღებია ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის

საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში - ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის შედეგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესის.

„საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაცია, საქართველოში წარმატებული ეკონომიკური რეფორმები, საქართველოს ეკონომიკური განვითარება ნიშნავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროპულ ოჯახთან. დაახლოების პროცესი გულისხმობს, რომ საქართველო იმ კონკრეტული სხვადასხვა პარამეტრით, მიმართულებით ეწევა ევროპის ქვეყნებს თავისი განვითარებით და ეს პროცესი გრძელდება და ეს არის გამოძახილი იმის, რომ საქართველო რამდენიმე ათეულმა ქვეყანამ შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსადმი ნდობა, ქვეყნის განვითარების დონე, ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი მისაღებია ამ კონკრეტული ქვეყნებისთვის და ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ფორმატზე", - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს