თინა ბოკუჩავა - საინტერესოა, როდესაც ამბასადორიალზე არ იწვევენ პრეზიდენტს, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელი ბუმბერაზი საგარეო პოლიტიკის მცოდნეა მიწვეული პარლამენტის უმრავლესობიდან?!

საინტერესოა, როდესაც ამბასადორიალზე არ იწვევენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომელი ბუმბერაზი საგარეო პოლიტიკის მცოდნეა მიწვეული პარლამენტის უმრავლესობიდან?! - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. ბოკუჩავა ზურაბიშვილის ამბასადორიალზე არმიწვევას ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის გამოხატულებად აფასებს.

„რეალურად მათ არ სურთ მინიმალურად განსხვავებული აზრის და დისკუსიის შეტანაც კი არც ერთ სამთავრობო ფორმატში, რადგან ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არის ის არაევროპული და არაეროვნული გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია. ეს ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხი აუცილებლად სახლში გაუშვებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს ამბასადორიალი იმ პირობებში ჩატარდება, როდესაც საქართველოს გახსნილი ექნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამით საქართველოს ყველა ელჩი იამაყებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ დააფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ელჩებთან შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრება“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს