საგამოძიებო სამსახურმა საახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დამდეგი შობა-ახალი წელი, ტრადიციულად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბავშვებს და მოხუცებს მიულოცეს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უწყების თანამშრომლებმა ცენტრის მზრუნველობას მოკლებული პატარები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა და თანამშრომლებმა, ცენტრში მყოფ მოხუცებს ჯანმრთელობა, პატარა აღსაზრდელებს და მოზარდებს სწავლაში წარმატება უსურვეს. ისინი საახალწლო საჩუქრებით გაახარეს და საკვები პროდუქტები, ტკბილეული, წიგნები, სათამაშოები, სასაჩუქრე კალათები, ჰიგიენის საშუალებები და პირველადი საჭიროების სხვადასხვა ნივთი მიუტანეს.

თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, სოციალურად დაუცველი, მზუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის, ყოველი წლის დასასრულს, საგამოძიებო უწყება საქველმოქმედო საახალწლო აქციას ატარებს, რომელშიც საგამოძიებო სამსახურის ყველა თანამშრომელია ჩართული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში