ლევან ხაბეიშვილი სოფელ გრემისხევში მცხოვრებ ნონა კაკალაშვილს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დუშეთში, სოფელ გრემისხევში იმყოფებოდა, სადაც ოკუპაციის ხაზიდან რამდენიმე მეტრში მცხოვრებ, ნონა კაკალაშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ხაბეიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს ყურადღება მიაქციოს.

„ამ ადგილიდან 200 მეტრში დგას ოკუპანტი, მკვლელი პუტინის ტანკები, ფაქტობრივად, ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყანა. აქ, ამ ოჯახში ცხოვრობს ერთი ქალბატონი, რომელიც იცავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და დიახ, საქართველო ჯარისკაცია ეს ქალბატონი და მე მრცხვენია, რომ ამ ადამიანს არ აძლევენ სოციალურ დახმარებას, არ უქმნიან ელემენტარულ პირობებს, რომელიც ცხოვრობს მარტო და აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტები ჰყავს მეზობლად. ეს ადამიანი არის ქართველი გმირი დედა, რომელიც არ ტოვებს არ აქაურობას, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ არ დაიცალოს სოფელი და ოკუპანტმა არ გააგრძელოს მცოცავი ოკუპაცია. შესაბამისად, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა მდგომარეობდეს შემდეგში - ოკუპაციის ხაზთან ჩვენს მოქალაქეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ახალი წელი მოდის, ამ ადამიანებს სჭირდებათ მზრუნველობა, ამ ადამიანებს სჭირდებათ ყურადღება. ამ ადამიანს სახლში შემოსვლის დროს ნახავდით, რომ მხარზე ჰქონდა ევროკავშირის დროშა. მას სახლზე აღმართული აქვს ევროკავშირის დროშა და დიახ, ევროკავშირი არის საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი, მშვიდობის, ეკონომიკური კეთილდღეობის გარანტი და თქვენ ვერსად ნახავთ ევროკავშირის ქვეყნებში ასე მიტოვებულ მოქალაქეს, ასე დაცლილ სოფლებს და ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს ევროპული სოფლები, სადაც არის დოვლათი, ეკონომიკა, სადაც ადამიანს არ ეშინია ოკუპანტის და სადაც ადამიანი არ არის მიტოვებული. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, რომ დაფასებული იყოს მოქალაქე, რომ არ იყვნენ მიტოვებული ადამიანები, რომ არ უწევდეთ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრება და მე მინდა ვუთხრა საქართველოს ჯერ კიდევ ხელისუფლებას, „რუსულ ოცნებას“ - გრცხვენოდეთ ადამიანის ამ მდგომარეობაში მიტოვება, გრცხვენოდეთ, დუშეთის მერია იქნება თუ მაღალი თანამდებობის პირები, ვინც სასირცხვილოდ უარს ეუბნებით 80, 90 თუ 100 ლარზე ადამიანს, იმ პირობებში, როდესაც თქვენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს, ბაღის დირექტორებს და თქვენს აქტივისტებს პირდაპირი მნიშვნელობით აძღობთ და ურიგებთ სოციალურ დახმარებას, როცა არც შემოსავალი აკლიათ, არც ავტომობილები და არც არაფერი და ეს ადამიანი მიატოვეთ იმ პირობებში, როცა არის საქართველოს ჯარისკაცი, საქართველოს პატრიოტი და ის მიზანმიმართულად არ ტოვებს სოფელს, მიზანმიმართულად არ ტოვებს თავის სახლს, თორემ სხვა შემთხვევაში აუცილებლად ოკუპანტი კიდევ უფრო წინ წამოიწეოდა. ვიდრე შეუძლია, ოკუპანტი გააგრძელებს მცოცავ ოკუპაციას იმ პირობებში, როცა საქართველოს მოქალაქე არის ასეთი დაუფასებელი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სოფელ გრემისხევში მცხოვრები, ნონა კაკალაშვილს თქმით, საზღვრისპირა მცხოვრებლებს დახმარება და სახელმწიფოს მხრიდან ყურადღება სჭირდებათ.

„პირველ რიგში მოგესალმებით. უღრმესი მადლობა თქვენ მეგობრებო მობრძანებისთვის. შეხედეთ, სად ვცხოვრობ. მე ვარ ნონა კაკაშვილი, 35 წელია ვცხოვრობ დუშეთის რაიონ სოფელ გრემისხევში. აქვე გვაქვს რუსული საზღვარი, შემომხედეთ, დანგრეულია ყველაფერი, მიტოვებული და ერთადერთი მოსახლე, რომელიც მე ვარ, არ ვტოვებ აქაურობას. მოვითხოვე სოციალური დახმარება, რადგან 14 ივლისს მოვიდა საშინელი სეტყვა გაანადგურა აბსოლუტურად ყველაფერი და ვიფიქრე, იქნებ, სახელმწიფო რაიმეთი მოგვეხმაროს. იყო დუშეთიდან გადმოსული სოფლის მეურნეობის წარმომადგენელი, რომელმაც მითხრა გიცნობთ, მაგრამ ვერაფრით მოგეხმარებითო. დავწერე სოციალური და მივიღე 90 000 ქულა, რისთვის ? იმიტომ, რომ აქ მარტო ვცხოვრობ და არავინ არ არის?! ამიხსნან მეტი არაფერი მინდა. ამის ფონზე მეუბნებიან შენ, არც დახმარება გეკუთვნის, არც დასაქმება გეკუთვნის და არც პენსია მაქვს. ამიხსენით რა გავაკეთო ?!

თქვენ ამას მიზანმიმართულად აკეთებთ, რათა დაიცალოს ეს სოფლებიც და წავიდეს ხალხი. ლუკმაპურის ფული არა მაქვს, რა გავაკეთო 55 წლის ასაკში, მითხარით, გამეცით პასუხი.

ეკონომიკა გიდუღთ. მოვიდეს ღარიბაშვილი და ერთი ღამე გაათენოს აქ. იქნებ, მიხვდნენ, რომ ხალხსაც მიაქციონ ყურადღება და ხალხსაც ჭირდება ელემენტარული ყურადღება. ჩემ დღეში კიდევ რამდენია ?!“ , - განაცხადა ნონა კაკაშვილმა.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ