ვალერი ზალუჟნი - ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით

ქალაქი მარინკა აღარ არსებობს, ახლა მის შემოგარენში გადავედით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენი მიწის ყოველ ნაწილს ვიცავთ. ყოველ ნაწილს. მაგრამ როდესაც ამ ვიწრო მონაკვეთზე, მტრის ჭურვები ამ ადგილის გადათხრას იწყვებს ქვებიანად, მიწიანად, ჩვენი მებრძლებიანად, ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის… დღეისთვის ჩვენი სამხედროები ჯერ კიდევ იმყოფებიან მის ჩრდილოეთ ნაწილში. ჩვენმა მებრძლებმა თავდაცვითი ზღვარი მოამზადეს ამ დასახლებული პუნქტის მიღმა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დასახლებული პუნქტი აღარ არსებობს”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ მარინკამ თითქმის 2 წელი გაუძლო, ხოლო რუსი სამხედროების მიერ ამ ქალაქის დაპყრობის მეთოდიკა იგივე იყო, როგორც ბახმუტში.

“ნადგურდება ქუჩები, კვარტლები, ჩვენი მებრძოლები... და ამის შემდეგ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ეს ომია, ამიტომ ის, რომ ახლა მარიინკას შემოგარენში გადავედით და მარიინკას მიღმა ზოგიერთ ადგილში უკვე პოზიციები მოვაწყვეთ - ამაში არაფერია ისეთი, რამაც შესაძლოა რამე საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვიოს. ომი, სამწუხაროდ, ასეთია”, - განაცხადა ზალუჟნიმ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ