დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელს ფოტორობოტის მიხედვით ეძებენ.

"ფოტორობოტის მიხედვით ვეძებთ არაადამიანს, ვინც ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვა",- წერს ნატო ხუტაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

გარდაცვლილი გოგონას დედა შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს და დასძენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებელი დაჯილდოვდება, ხოლო ანონიმურობა დაცული იქნება.

ცნობისთვის, დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება