რუსებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რის შედეგადაც დაიღუპა პოლიციელი, მისი ორი კოლეგა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ ქალაქის მასიური დაბომბვის დროს რკინიგზის სადგურზე დაახლოებით 140 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა ევაკუაციის მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა.

მინისტრის ინფორმაციით, პოლიციამ ხალხის ევაკუაცია დაიწყო, რა დროსაც პოლიციის ლეიტენანტი გარდაიცვალა. კიდევ ორი ​​პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.

"რთული დღეა. იყო მოხსენება ხერსონის დაბომბვის შესახებ. რუსეთის თავდასხმა რკინიგზის სადგურზე. საევაკუაციო მატარებელი. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება