ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ავსტრიაში - უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შესაძლოა ექვსიდან თერთმეტ წლამდე გაგრძელდეს, - აის შესახებ ავსტრიაში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, მარტინ სელმაიერმა განაცხადა.

"ავსტრიას ექვსი წელი დასჭირდა, ესპანეთს თერთმეტი. უკრაინა შეიძლება სადღაც შუაში აღმოჩნდეს", - აღბიშნა მან გამოცემა Kleine Zeitung-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, აუცილებელია, მისკენ სვლა არ შეწყვიტოს.

„გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არის კონკრეტული დაპირება, რომ გახდე ევროპული ოჯახის მუდმივი წევრი. თუმცა ამისთვის აუცილებელია ევროკავშირისკენ სვლა. ჩვენ ვხედავთ უკრაინას ევროკავშირის ცენტრში. მასთან მოლაპარაკებები ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილია. ევროპა არ უნდა დაბრუნდეს მე-19 საუკუნის ბნელ დღეებში, როდესაც აგრესორი მეზობელი ქვეყნის მიწაზე ანექსიისთვის იჭრება“, - აღნიშნა მარტინ სელმაიერმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი.

„2016 წლიდან უკრაინამ მიიღო ევროკავშირის კანონების 70%. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვგულისხმობ, კერძოდ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და ადმინისტრაციის ეფექტურობას“, - აღნიშნა მარტინ სელმაიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები