ოლექსი დანილოვი - მარინკაში ვითარება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ბახმუტში იყო

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, მარინკაში კიდევ უფრო უარესი ვითარებაა, ვიდრე ბახმუტში იყო.

„იქ ბახმუტთან შედარებით კიდევ უარესი მდგომარეობაა რელიეფის გამო. ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ მარინკას ტერიტორიაზე ფაქტობრივად არ არსებობს შენობები, რომლებიც გადარჩა. დასახლების მცირე ნაწილი კვლავ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშაა, მაგრამ რუსებს სურთ, დასახლება მთლიანად დაიკავონ. თუმცა, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, სურთ, დაიპყრონ ის, რაც დასახლებიდან დარჩა, რადგან მათ ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურეს“, - აღნიშნა დანილოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსული ძალები მარინკას აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალებში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს