ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2023 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 1105 ფაქტია გამოვლენილი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯამურად, ჩამორთმეულია უკანონოდ მოპოვებული 1500 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი. კანონდარღვევებს შორისაა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, კახა კაკაბაძის განცხადებით, აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით სამინისტროსა და სამინისტროს შესაბამის უწყებებში მუშაობა აქტიურად გრძელდება“, -აღნიშნა კახა კაკაბაძემ.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა