Petra Sea Resort-მა და მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა სასტუმროების ოპერატორმა Accor-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას კომპლექსის გახსნაზე, რომელიც მოიცავს Pullman-ის ბრენდის 250-ზე მეტ ბრენდირებულ საინვესტიციო აპარტამენტს და 300-ზე მეტ რეზიდენციას. აპარტამენტები დაიკავებს პრემიუმ კლასის ზღვისპირა კომპლექსის „Petra Sea Resort”- ის ერთ-ერთ შენობას. ეს კომპლექსი იქნება Pullman-ის ბრენდის პირველი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე საქართველოში.
Pullman Residences - არის გონივრული გადაწყვეტილება დღევანდელი გლობალური მოგზაურებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის. გახდეთ მესაკუთრე ამ კომპლექსში ნიშნავს ისიამოვნოთ თქვენთვის შექმნილი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი პირობებით, რასაც Pullman - ის ბრენდი გარანტირებულად უზრუნველყოფს.
Pullman-ის ახალი კომპლექსის პროექტირება და შემდგომ მისი მომსახურება მოხდება აღნიშნული ბრენდის ტექნიკურ სტანდარტების და დიზაინის კონცეფციის შესაბამისად. კომპლექსის განსაკუთრებულობას განაპირობებს არა მხოლოდ მისი მდებარეობა ზღვის პირველ ზოლში, არამედ მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა - რესტორნები, ბარები, ლაუნჯ ზონები, სპა და ფიტნეს ცენტრი, დახურული და ღია აუზები, შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცეები და კერძო სანაპირო ზოლი.
„მოხარული ვართ განვაცხადოთ, რომ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას Accor-თან და განვავითარებთ Pullman-ის ბრენდის რეზიდენციებს Petra Sea Resort-ში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Pullman-ის აპარტამენტები იქნება მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტი, ისევე როგორც მოთხოვნადი საცხოვრებელი უძრავი ქონება, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ასევე დარწმუნებული ვართ, რომ ამ და სხვა პროექტების დამატება Petra Sea Resort-ში ხელს შეუწყობს ტურისტული სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში“, - ამბობს თინათინ კალანდარიშვილი, Petra Sea Resort-ის პროექტის ხელმძღვანელი.
პრემიუმ კლასის, მრავალფუნქციური, ზღვისპირა კომპლექსი „პეტრა სი რეზორტი“, შავი ზღვის სანაპიროზე, ციხისძირში, ბათუმიდან 15 კილომეტრში მდებარეობს. პროექტი, რომელიც 20 ჰექტრის ფართობზე იქნება გაშენებული, საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებს, რეზიდენციებს, 30-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს, კერძო სანაპიროსა და მრავალფეროვან სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას აერთიანებს.
„Accor, როგორც ბრენდირებული რეზიდენციების გლობალურ ლიდერს სურს უზრუნველყოს თავისი წარმომადგენლობა ბათუმში, სადაც ჩვენ შევნიშნეთ მზარდი მოთხოვნა ასეთ პროდუქტზე. ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ Pullman Living და Pullman Residences, Accor-ის პრემიუმ ბრენდებს, შავი ზღვის ულამაზეს სანაპიროზე და ჩვენ გავაგრძელებთ გაფართოებას საქართველოში.
მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორის, მათი ნდობისთვის და თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველით ამ საინტერესო პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.
Accor არის მსოფლიოში წამყვანი სტუმართმოყვარეობის ჯგუფი, რომელიც გთავაზობთ გამოცდილებას 110-ზე მეტ ქვეყანაში 5,500 საკუთრებაში, 10,000 საკვებისა და სასმელის ობიექტში, გამაჯანსაღებელ ობიექტებში.
ჯგუფს აქვს ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი სტუმართმოყვარეობის ეკოსისტემა, რომელიც მოიცავს 40-ზე მეტ სასტუმროს ბრენდს პრემიუმიდან ეკონომ კლასამდე, ისევე როგორც Lifestyle Ennismore-თან ერთად. 380-ზე მეტი გახანგრძლივებული განთავსების სასტუმროებით 14 გლობალური ბრენდის ქვეშ, Accor არის მსოფლიოში უმსხვილესი მოთამაშე ამ კატეგორიაში (შეერთებულ შტატებს გარეთ), საკუთრების მაღალი კონცენტრაციით ევროპისა და აზიის მასშტაბით.
(R)