ჯო ბაიდენმა კატარის ამირასთან „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კატარის ამირა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან სატელეფონო საუბრისას „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების საკითხი განიხილა, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა კატარის ამირასთან ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მცდელობების შესახებაც ისაუბრა.

„ორმა ლიდერმა „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების, მათ შორის ამერიკის მოქალაქეების, გათავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელი და გადაუდებელი ძალისხმევა განიხილა“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნოემბერში „ჰამასსა“ და ისრაელს შორის ჰუმანიტარული პაუზის შეთანხმების მიღწევისას შუამავლის როლი კატარმა და ეგვიპტემ შეასრულა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა