აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის დელეგაცია მექსიკის პრეზიდენტთან მიგრანტების ნაკადის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებებს გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

„მდივანი ბლინკენი დასავლეთ ნახევარსფეროში უპრეცედენტო არალეგალურ მიგრაციას განიხილავს და აშშ-სა და მექსიკას შორის არსებული სასაზღვრო გამოწვევების გადაჭრის გზებს დაასახელებს“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორმა განაცხადა, რომ დახმარებისთვის მზად არის, მაგრამ სურს კუბასთან და ვენესუელასთან აშშ-ის ურთიერთობებში პროგრესი იხილოს, რადგან მიგრანტების დიდი ნაწილი აშშ-ში შესვლას სწორედ აღნიშნული ქვეყნებიდან ცდილობს.

ცნობისთვის, მიმდინარე თვეში აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე ყოველდღიურად 10,000-მდე მიგრანტს აკავებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.07.2026
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო