ლილე ლიპარტელიანი - საკრებულოში შემოსულია „ლაგუნა ვერეს“ და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც სარეკრეაციო ზონაა - გვაქვს მოლოდინი, მერია თუ არა, საკრებულო მაინც გაუწევს წინააღმდეგობას

საკრებულოში უკვე შემოსულია „ლაგუნა ვერეს“ და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სარეკრეაციო ზონა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ აღნიშნულ პროექტს თბილისის საკრებულო წინააღმდეგობას გაუწევს.

„საკრებულოში უკვე შემოსულია „ლაგუნა ვერეს“ და მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც თავიდან ბოლომდე არის სარეკრეაციო ზონა. შესაბამისად, ამ ტერიტორიაზე იმ სახის განაშენიანება, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი ნაწილით დამტკიცდა და ახლა უკვე განაშენიანების გეგმით არის შემოსული, დედაქალაქში ურბანულ და სატრანსპორტო კატასტროფას გამოიწვევს. შესაბამისად, ეს ნაწილი საკრებულომ უნდა გაითვალისწინოს, სივრცით აღიქვას, თუ რა შეიძლება მოხდეს, არამარტო ამ განაშენიანების რეგულირების გეგმის, არამედ მიმდებარედ თუ დამტკიცდება მანდ განაშენიანების რეგულირების გეგმები, რა კატასტროფას გამოიწვევს დედაქალაქის ისტორიული ნაწილისთვის. გვაქვს მოლოდინი, რომ დედაქალაქის მერია თუ არა, საკრებულო მაინც გაუწევს წინააღმდეგობას. იმდენად კატასტროფულია ეს განაშენიანების გეგმა, და შესაბამისად, უკვე აქ არსებული სიტუაცია, დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აიტანს ასეთ მსხვილმასშტაბიან პროექტებს,“, - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე