გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, აკადემიური საბჭოს წევრებთან, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებთან, სამეცნიერო ინსტიტუტების დირექტორებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენა თითოეული სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლისა და იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად შრომობენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. გიორგი ამილახვარმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და მის გუნდს სტუ-ს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ ვითარებას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს - მათ შორის, განხილულ იქნა დაფინანსების მოდელის ცვლილების, პრიორიტეტული მიმართულებების გადახედვის, სტუდენტებისთვის მეტი მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების, შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები.

მხარეებმა ასევე განიხილეს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად ერთობლივი და ორმაგი სადიპლომო პროგრამების შემუშავება-განხორციელების გზით.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და გიორგი ამილახვარმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე