ჯაბა სამუშიამ აკაკი სურგულაძის 110 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ აკაკი სურგულაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, საიუბილეო სხდომაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ აკაკი სურგულაძის სამეცნიერო ღვაწლზე ისაუბრა.

მისი თქმით, აკაკი სურგულაძის ნაშრომები დღესაც მნიშვნელოვანი სამაგიდო წიგნია ქართველი ისტორიკოსებისთვის.

„აკაკი სურგულაძემ შეძლო თავის გარშემო შემოეკრიბა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები და საფუძველი ჩაეყარა საინტერესო კვლევებისთვის, რომელიც მე-19, მე-20 საუკუნეს მოიცავს“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რექტორის ინიციატივით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკაკი სურგულაძის ნაშრომებს შეკრებს და ტომეულის სახით გამოსცემს; ასევე, უნივერსიტეტში ერთ-ერთ აუდიტორიას აკაკი სურგულაძის სახელი მიენიჭება.

საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, პროფესორები, სტუდენტები, აკაკი სურგულაძის ოჯახის წევრები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც აკაკი სურგულაძის ოჯახმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა აკაკი სურგულაძის პირადი ბიბლიოთეკა და არქივი.

„ჩვენი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დღეა. უნივერსიტეტში აკაკი სურგულაძეს იხსენებენ როგორც მეცნიერს, როგორც საზოგადო მოღვაწეს. ის 57 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა უნივერსიტეტს“,- აღნიშნა აკაკი სურგულაძის შვილმა, ისტორიის აკადემიურმა დოქტორმა პაატა სურგულაძემ.

მისი თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნება აკაკი სურგულაძის ფონდი, ასევე დაფუძნდება სამეცნიერო ფორუმი - „აკაკი სურგულაძის კითხვანი“, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ისტორიკოსებს წარმოაჩინონ თავიანთი მეცნიერული ნაშრომები.

პროფესორ აკაკი სურგულაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა