გამოცემა Astra - უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“  განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

უკრაინელების მიერ რუსულ სადესანტო ხომალდ „ნოვოჩერკასკზე“ განხორციელებული შეტევის შედეგად 19 მეზღვაური დაშავდა და 33 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Astra „ტელეგრამის“ არხზე ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 26 დეკემბრის ღამეს უკრაინელების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს ხომალდზე სულ 77 მეზღვაური იმყოფებოდა.

ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა, სერგეი აქსიონოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სადესანტო ხომალდზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

შეგახსენებთ, 26 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ყირიმის ფეოდოსიის პორტში რუსეთის სადესანტო გემი „ნოვოჩერკასკი” გაანადგურა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს