გია ვოლსკი - ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა - არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება რადიკალური განცხადებები, თითქოს ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება შეიცვალოს

ლაქლაქზეა გადასული ოპოზიციის ნაწილი, ვინც ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას ჩააბარა - არასწორია იმაზე საუბარი, რატომ არ კეთდება უფრო რადიკალური განცხადებები, თითქოს ამ განცხადებებით შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს! - ასე უპასუხა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის კომისიის ხელმძღვანელმა, პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ რუსეთისათვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის თაობაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც ვოლსკიმ ამ კონტექსტში აღნიშნა, განცხადება გაკეთდა ყოველთვის, როდესაც ეს საჭირო იყო, მიღებულია შესაბამისი რეზოლუციები და დოკუმენტურად დადასტურებულია პოზიცია, რაც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვითარების გართულების სათავისოდ გამოიყენება სურს, მაგრამ „ფაქტია, რომ ამ ვითარების შექმნაში დანაშაული მათ მიუძღვით“. „აფხაზეთის „პარლამენტის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილება და იმ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლებას ოკუპანტ ძალასთან ჰქონდა, თავად აფხაზეთის საზოგადოებაში ძალიან სერიოზული განხილვის საგანია - ამას უკვე განხილვა არ ჰქვია, ეს სერიოზულ მღელვარებას გამოიწვევს და ძალიან დიდი დაპირისპირების წინაპირობა იქნება. გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვლენებს ვაკვირდებით და ამ თემაზე განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება. ვიცით საერთაშორისო დამოკიდებულება, საერთაშორისო სანქციები და დამოკიდებულება ოკუპაციასთან დაკავშირებით ცნობილია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს