ბათუმის მერი - არცერთი მოქალაქე მომდევნო წლებში საცხოვრისის გარეშე არ იქნება

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში შეჭრილი მოქალაქეების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აჭარის მთავრობასთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტი აქტიურად მუშაობს, რათა სამომავლოდ არცერთი უსახლკარო მოქალაქე, მომდევნო წლებში საცხოვრისის გარეშე არ იქნება.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს წესი უსახლკაროთა შესახებ. როგორც სხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების ნაწილში აჭარის მთავრობასთან ერთად ვიღებთ ყველა შესაბამის ღონისძიებას ეს იქნება ეკომიგრანტი, უსახლკაროები, სოციალურად შეჭირვებულები თუ სხვა მოწყვლადი კატეგორიის ადამიანები. ბუნებრივია, აღნიშნული პროგრამის შემდგომი ეტაპი აჭარის მთავრობასთან ერთად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რათა გამოწვევები მხოლოდ ბათუმის მუნიციპალიტეტში არ იყოს. სწორედ ამას ემსახურება ის ჭარბი საბინაო ფონდი, რომელსაც ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების ნაწილში ქალაქის მუნიციპალიტეტი და აჭარის მთავრობა მიიღებს. ბუნებრივია, არცერთი ჩვენი თანამოქალაქე მომდევნო წლებში არ იქნება საცხოვრისის გარეშე”,- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ბათუმში წყლისპირის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის შენობაში მოქალაქეები შეიჭრნენ.

მათი თქმით, შენობის დატოვებას არ აპირებენ, რადგან საცხოვრებელი არ აქვთ და თავშესაფარს ითხოვენ.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო