თორნიკე რიჟვაძე - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე პროგრამის ფარგლებში“ 10 მისამართზე მიმდინარეობს ბინების მშენებლობა და 400 ოჯახს გადაეცემა ბინა, 12 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული სახლების გამაგრება, შესაბამისად, 600 ოჯახი გააგრძელებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე წელი შეაჯამა და მომავალ, 2024 წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აჭარის მთავრობის მეთაურმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებებს და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებს.

,,ვაჯამებთ რა, 2023 წელს ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის კონკრეტული შედეგები, რომელიც გვაქვს წლის ჭრილში. პირველად ავტონომიური რესპუბლიკის ნაერთი ბიუჯეტი მიუახლოვდა მილიარდიან ნიშნულს. საკუთრივ, რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა შეადგინა 726 მლნ ლარი, რაც 5-ჯერ აღემატება 2012 წლის ბიუჯეტს . ძალიან ბევრი მიმართულებით წარმატებული წელი იყო, მნიშვნელოვანი წელი იყო. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო გახდა, რაც არის შედეგი ეფექტური და სწორი მუშაობის მთლიანად ხელისუფლების და ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხორციელდება როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, განსაკუთრებით ცენტრალური ხელისუფლების დიდი მხარდაჭერის შედეგია“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე”-რომლის ფარგლებშიც 10 მისამართზე მიმდინარეობს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა.

„განხორციელებული სამუშაოების შედეგად 400-მდე ოჯახს გადაეცემა ბინა. ავარიული სახლების პროექტის ფარგლებში 12 მისამართზე დასრულდა საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაციის სამუშაოები 2022-2023 წლებში. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 600 ოჯახი გააგრძელებს ცხოვრებას უსაფრთხო გარემოში. კერძო ინვესტორების ჩართულობის კიდევ 3 პროექტი განხორციელდება ბათუმში და ბინებით დამატებით 70 ოჯახი დაკმაყოფილდება.

პროგრამა ითვალისწინებს 300-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ახალი, თანამედროვე საცხოვრისებით ჩანაცვლებას და 3000-ზე მეტი ოჯახისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი იქნება უზრუნველყოფილი ახალი უსაფრთხო საცხოვრებლით.

,,ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი ამოცანა გახლავთ ადამიანებზე ზრუნვა, ეს არ არის მხოლოდ ნათქვამი სიტყვები, ეს გამოიხატება ყველა იმ სოციალური პროექტების მხარდაჭერაში, რომელიც მნიშვნელოვანია აჭარის მაცხოვრებლების კეთილდღეობისთვის, მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით. ამ მხრივ, ამ მიმართულებით აღვნიშნავ, რომ ბათუმის მერიასთან ერთად ვახორციელებთ მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტს, ბათუმი ავარიული სახლების გარეშე, რომლის ფარგლებშიც, 10 მისამართზე მიმდინარეობს ახალი უსაფრთხო საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და ოთხასზე მეტი ოჯახი მიიღებს თანამედროვე საცხოვრებელ ბინებს ძალიან მალე. ასევე ვასრულებთ ოცნების ქალაქის პირველი ფაზის მშენებლობას და ასევე, მეორე ფაზის ფარგლებში, 100 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული და მომავალი წლისთვის 17 მლნ ლარი, აბსოლუტურად ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული. აქვე აღვნიშნავ, რომ 12 მისამართზე მიმდინარეობს ავარიული სახლების, მრავალბინიანი კორპუსების გამაგრება, შესაბამისად 600 ოჯახი გააგრძელებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას“,- განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი